რა შემთხვევაში აღდგება რუსეთ საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლა მოსკოვის ულტიმატუმი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ანდრეი რუდენკოს განცხადებით, საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც თბილისის რუსოფობიური კამპანია შეწყდება და რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების ნებისმიერი საშიშროება გაქრება. მისი თქმით, შეზღუდვის მოხსნაზე საუბრის დაწყება მას შემდეგ არის შესაძლებელი, როცა შესაბამისი პირობები შეიქმნება.
საქართველოსთან პირდაპირი ფრენების შეწყვეტის შესახებ ბრძანება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 2019 წლის 21 ივნისს გამოსცა. ოფიციალურად რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამომოსვლა გასული წლის 8 ივლისს შეწყდა.
> </div>
 
  
  
        
        
        <div class= 1 223 / 12 February 2020"
სხვა სიახლეები
კომენტარები