ახალი სკანდალი, სრული შოკი ვინ არიც მღვდელი, რომელიც ცოლმა საჯაროდ ამხილა

Loading...
თეონა ივანიძე ამჟამად ბელგიაში ცხოვრობს, სადაც მოძალადე ქმართან განქორწინების შემდეგ გაემგზავრა.
ის ფოფოდია გახლდათ და შესაბამისად, მისი მოძალადე ქმარი - ეკლესიის მსახური.

„პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში თეონა წარსულს იხსენებს და გულის ტკივილით გვიმხელს, რომ ყოფილი ქმარი შვილებთან ურთიერთობის საშუალებას არ აძლევს.

თეონა ივანიძე:

„ხატმწერი ვარ. სასულიერო აკადემიასთან არსებულ საღვთისმეტყველო ინსტიტუტში ვსწავლობდი, როდესაც მომავალი მეუღლე - პლატონ გელაშვილი გავიცანი. თბილისში დავიბადე და გავიზარდე, ზაფხულობით სოფელში ჩავდიოდი ხოლმე, სურამში. მე და ჩემს მომავალ მეუღლეს გვყავდა საერთო მოძღვარი და სწორედ მისი ინიციატივით მოხდა ჩვენი დაქორწინება. მაშინ ის საერო პირი  იყო.

ქორწინებიდან რამდენიმე თვის შემდეგ მღვდლობა გადაწყვიტა. მე ვეწინააღმდეგებოდი - ნუ დაადგები მაგ გზას, საშენო არ არის, მოციქულების სახელებიც კი არ იცი-მეთქი. არანაირი სასულიერო განათლება არ მიუღია, მრევლმა კითხვა რომ დაუსვას, პასუხი როგორ უნდა გასცეს? მარტო „ალილუიას“ ძახილი ხომ არაა საეკლესიო ცხოვრება? წლები გავიდეს, მიიღე შესაბამისი განათლება, ჩაწვდი ბოლომდე რწმენის არსს და შემდეგ თუ იმავე აზრზე დარჩები, ჩაიცვი კაბა-მეთქი.  

მაშინ პატრიარქთან მისვლასაც ვაპირებდი, რომ მის  მღვდლად შედგომას შეწინააღმდეგებოდა, მაგრამ ვერ მივედი.

- რატომ იყავით ასე წინააღმდეგი?

- იმიტომ, რომ ეკლესიას გაუნათლებელი მღვდელი სიკეთეს ვერ მოუტანს. მისმა მოძღვარმა, რომლის ინიაციატივაც იყო პლატონის ეკლესიაში წასვლა, მითხრა - შენ თუ წინააღმდეგი იქნები, მაშინ ქმარს გაგყრიო. იმ პერიოდში უფროსი შვილი თვეების მყავდა და ფაქტობრივად, შანტაჟი მომიწყვეს. თბილისიდან საცხოვრებლად სოფელში გადავედით და სურამის ეპარქიაში დაიწყო მსახურება. მაშინვე კაბა ჩააცვეს, 1-2 ლოცვა ისწავლა და ასე დაიწყო მღვდლობა.

- მანამდე უმუშევარი იყო?

- არა, სამსახური ჰქონდა და მოძღვარმა მიატოვებინა.

- რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც თქვენი მეუღლე მღვდელი გახდა? 

- ყველაფერი შეიცვალა. ასე მეგონა, რომ მოსიარულე მკვდარი ვიყავი. მანამდე უკეთესი ურთიერთობა გვქონდა. რაც მღვდელი გახდა, თითქოს ძალაუფლება იგრძნო და დაიწყო ჩემზე ფიზიკურად ძალადობა.

- მაინც, რის გამო გქონდათ ხოლმე უკმაყოფილება? 

- მაგალითად, სასულიერო აკადემიის ბოლო კურსზე რომ გადავედი, ხშირად კონფლიქტი იმის გამო გვქონდა, რომ მას სურდა, სწავლისთვის თავი დამენებებინა და არ ვემორჩილებოდი. თვითონ უმაღლესი სასულიერო განათლება არ ჰქონდა და კომპლექსი გაუჩნდა. თუმცა, ჩემი გავიტანე, გამოცდები კარგად ჩავაბარე და დიპლომი ავიღე. როდესაც თბილისში გამზრდელი ბებიას სანახავად მომინდებოდა წასვლა, მაშინაც ბრძოლა მიწევდა. ერთხელ სიცხიანი ბავშვი დავაძინე და ოჯახის წევრები ხმამაღლა რომ ლაპარაკობდნენ, მოკრძალებით ვთხოვე, ბავშვი არ გააღვიძოთ-მეთქი და იქვე, ოჯახის წევრების თანდასწრებით მეცა და მცემა. არც არავინ გამომესარჩლა. სისხლი მადინა. ამას უმცროსი შვილი შეესწრო და ძალიან შეშინდა. თვეების განმავლობაში მეკითხებოდა, - მაჩვენე, სისხლი კიდევ მოგდის თუ არაო. ყოფილა შემთხვევა, ბავშვები სკოლაში და ბაღში რომ მიგვყავდა დილით, შუა გზაში გააჩერებდა და მეტყოდა, ჩადი მანქანიდან და ფეხით გააგრძელე გზაო. ბავშვებისთვის ეს როგორი მოსასმენია? მამა რომ დედას მანქანიდან ჩამოაგდებს მათი თანდასწრებით.

- არ უამბეთ თქვენი დაძაბული ურთიერთობის შესახებ მეუფეს, ან მის მოძღვარს?

- იმისათვის, რომ ოჯახი შემენარჩუნებინა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მათთან მივედი და მოვუყევი, როგორ ძალადობდა ჩემზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ჩემი მეუღლე, მაგრამ მოძღვარი იმას კი არ ეუბნებოდა, რომ არასწორად იქცეოდა და წესიერებისკენ კი არ მოუწოდებდა, პირიქით, - კაცი შენ ხარ და ჭკუა უნდა ასწავლო ცოლს, თუ საცემია, უნდა სცემოო. მე კი უხეშად მომიშორა. მეუფე კი მეუბნებოდა, - უნდა დაითმინოო და მას ჩემი თანდასწრებით ჭკუასაც არიგებდა, მაგრამ არაფერი იცვლებოდა. მეუფისთვის რომ დაეჯერებინა, ჩვენი ოჯახი არ დაინგრეოდა. იმისათვის, რომ შემოსავალი მქონოდა, დავიწყე შეკვეთების მიღება ხატების დაწერაზე, თუმცა აღმოჩნდა, რომ ამ საქმეს ხელს თუ სერიოზულად მოვკიდებდი, ჩემი ქმრის მოძღვარი წილში უნდა გამეყვანა, რადგან ის განაგებდა იქ ყველაფერს. ერთხელ შეკვეთა მივიღე - საუფლო დღესასწაულების 12 ხატი უნდა დამეწერა. იმ პერიოდისთვის საკმაოდ ძვირადღირებული საქმე გახლდათ, მაგრამ ჩემმა მეუღლემ და მისმა მოძღვარმა ყველაფერი გააკეთეს საიმისოდ, რომ ეს შეკვეთა გაეუქმებინათ. დამკვეთს დაურეკეს და ისეთი რაღაცები უთხრეს, რომ იმან უარი თქვა. არადა ეს ჩემთვის დიდი სტიმული იქნებოდა. 

რადგან ვერაფერს გავხდი და უკვე ჩემს სიცოცხლესაც საფრთხე ემუქრებოდა, დავიწყე განქორწინებაზე ფიქრი. მასთან რომ დავრჩენილიყავი, შესაძლოა, დღეს იმ ქალებივით ცოცხალი არ ვყოფილიყავი, რომლებიც ტირანი ქმრების მსხვერპლნი გახდნენ. წამოვიწყე განქორწინების პროცესი, რამაც ძალიან გააღიზიანა ჩემი ყოფილი მეუღლე. სასამართლომ ბუნებრივია, ალიმენტი დააკისრა - ორივე შვილზე 500 ლარი.

არ დამიმალავს, რომ განქორწინების შემდეგ საზღვარგარეთ ვაპირებდი წასვლას და ბავშვების წაყვანაც მინდოდა. გარიგება შემომთავაზა: მოგცემ ბავშვების წაყვანის უფლებას, ალიმენტის მოხსნის სანაცვლოდო. რა თქმა უნდა, დავთანხმდი: ოღონდ ბავშვები გამოეტანებინა და ჩემთან ყოფილიყვნენ და მის ალიმენტს არ დავეძებდი. თუმცა, როცა ყველა საბუთი ოფიციალურად გაფორმდა - განვქორწინდით და ალიმენტზეც უარი ვთქვი, გადათქვა და ბავშვების წამოყვანაზე უარი მივიღე. ძალიან განვიცადე, მაგრამ ვერაფერს გავხდი.
წყარო
> </div>
 
  
  
        
        
        <div class= 1 791 / 13 February 2020"
სხვა სიახლეები
Loading...
კომენტარები