მობილიზებულია სასწრაფოსა და პოლიციის ეკიპაჟები რა ხდება ამ წუთებში თბილისის შემოსასვლელში

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დაზიანებულია რამდენიმე ავტომობილი. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, აღმაშენებლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი.როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, აღმაშენებლის ხეივანზე ერთმანეთს ოთხი ავტომობილი- ორი მსუბუქი მანქანა, ერთი მიკროავტობუსი და ერთი ტაქსი შეეჯახა, რის შედეგადაც მსუბუქად დაშავდა ორი ადამიანი. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.





]
> </div>
 
  
  
        
        
        <div class= 1 727 / 13 February 2020"
სხვა სიახლეები
კომენტარები