სასწრაფოდ! საბრძოლო განგაში საოკუპაციო ხაზთან რა ხდება ორჭოსანთან ამ წუთბში სროლაა

კერძოდ, სუს-ის განცხადებაში აღნიშნულია,  ოკუპირებულ სოფელ ორჭოსანთან, უკანონოდ დისლოცირებული საოკუპაციო ძალების ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენჯერმე განხორციელდა მანათობელი (სასიგნალო) მაშხალის გასროლა. აღნიშნული ფაქტი ჩანდა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან, რაც დაფიქსირდა პოლიციის საპატრულო ჯგუფის მიერ".ვახტანგ მაისაია განმარტავს, რომ რუსული საოკუპაციო ძალების მიერ მანათობელი მაშხალების გამოყენება, შესაძლოა, რამდენიმე მიზეზით იყოს გამოწვეული, მათ შორის, არის შანსი, რომ პროვოკაციასთან გვქონდეს საქმე:
„სასიგნალო მაშხალების გამოყენება მიანიშნებს იმაზე, რომ გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა - საბრძოლო განგაში N2. მაშხალების მეშვეობით ისინი კონკრეტულ სასაზღვრო ზოლს განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ აქცევენ. მოწყვლად მონაკვეთზე ელიან, რომ რომელიმე უკანონო დაჯგუფება აპირებს საზღვრის დარღვევას.
„ეს არის ზომების მიღების განსაკუთრებული ტიპის ერთობლიობა, რომელიც სასაზღვრო დაცვის რეჟიმის საგანგებო მდგომარეობაზე გადასვლას გულისხმობს. მანათობელი მაშხალებით განათებას და საზღვრის მონაკვეთის დანახვას ცდილობენ. როგორც ჩანს, გააჩნიათ ინფორმაცია, რომ რომელიმე ჯგუფი ან ადამიანები აპირებენ „სასაზღვრო რეჟიმის" დარღვევას. მაშხალები გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც გამოცხადებულია „საბრძოლო მდგომარეობა N2", - განმარტა ვახტანგ მაისაიამ.
მისივე თქმით, შესაძლოა, რომ ოკუპირებულ სოფელ ორჭოსანთან რამდენჯერმე გასროლილი მანათობელი მაშხალა გაფრთხილებაც იყოს, ხოლო ქართული მხარის აქტიურობა კი მოსახლეობის გაფრთხილებასთანაა დაკავშირებული: „მეორე მხრივ, შესაძლოა, ეს იყოს გაფრთხილებაც - „მომზადებულები ვართ, თუ მოხვალთ ტერიტორიაზე".
სამხედრო ექსპერტის განმარტებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიერ საგანგებო განცხადების გავრცელება საზოგადოების დაცვისა და გაფრთხილებისთვის დასჭირდა:
„რაც შეეხება სუს-ის მიერ საგანგებო განცხადების გავრცელებას, შეიძლება რამდენიმე მიზეზით იყოს გამოწვეული სასიგნალო მაშხალების გასროლაზე ყურადღების გამახვილება. როგორც ჩანს, იციან, რა პირობებში გამოიყენება ეს.
„რუსული საოკუპაციო „სასაზღვრო" ჯარები და მათი ოსი „კოლეგები", როგორც ჩანს, მობილიზებულები არიან და გამოცხადებული აქვთ „საბრძოლო მდგომარეობა N2". სუს-ი, სავარაუდოდ, გვაფრთხილებს, რომ მოსალოდნელია რუსების მხრიდან პროვოკაციები.
„მეორე ვარიანტი კი ისაა, რომ მოსახლეობის გაფრთხილება უნდათ, რათა იმ მიდამოებში, სადაც ასეთი რეჟიმია გამოცხადებული, არ გადაადგილდნენ", - აცხადებს ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბრისას.

> </div>
 
  
  
        
        
        <div class= 2 690 / 15 February 2020"
სხვა სიახლეები
კომენტარები