სკანდალური ინფრომაცია საქართველოში დასმული მძიმე დიაგნოზი_ სპინალური ატროფია, თურქეთში არ დადასტურდა

გიგას გულშემატკივრებო, თითოეული ჩვენგანი ველოდით გიგას კვლევების და ანალიზების პასუხებს და აი, დადგა ეს დღეც…თურქეთში ჩატარებული ყველა გამოკვლევის მიხედვით, გიგას არ დაუდასტურდა საქართველოში დასმული დიაგნოზი…
მე არ ვიცი, რა უნდა დავწერო ამ დროს, მე არ ვიცი, როგორ არ ვიგრძნო თავი უსუსურად, როცა ჩემს შვილს შეიძლება, რამე დასჭირდეს, სად მივიყვანო, რომელ კლინიკას და ექიმს ვანდო ჩემი ძვირფასი საჩუქარი…
გიგა ბოგვერაძე, ბავშვი რომელიც 2 წელი რეანიმაციაში, პალიატიურ განყოფილებაში იწვა, ბავშვი რომელიც შეერთებული იყო აპარატზე, იკვებებოდა ზონდით, თურმე არ ყოფილა პალიატიური… თურმე ამ ბავშვს აქვს შანსი იცოცხლოს, დაემსგავსოს სხვა ჩვეულებრივ ჯანმრთელ ბავშვებს…
არ დამავიწყდება, როცა საქართველოში გიგაზე პირველი ლაივ ჩართვა გაკეთდა, სადაც ჩვენგან გაჟღერდა ფრაზა “გიგას აქვს დაუზუსტებელი დიაგნოზი სპინალური ატროფია”, მეორე დღეს თავს დაგვესხა კლინიკის სრული პერსონალი, იძახდნენ, რომ გიგას, დიახ, აქვს დასმული დიაგნოზი და როგორ გაბედა დედების ფონდმა არასწორი ინფორმაციის გაჟღერება
ჩვენ მოგაწოდეთ ინფორმაცია, ანალიზი და ემოციები თქვენთვის მოგვინდია…
თუმცა მხოლოდ იმიტომ ღირდა ამდენი ბრძოლა, ამდენი ნაწვალები თითო ლარის შეკოწიწება, რომ ეს ბავშვი სასიკვდილო დიაგნოზით და განწირული ოჯახი ოდნავ მაინც იმედისკენ მოგვებრუნებინა
როცა 2 წელი გიგა აპარატზე გაუნძრევლად იწვა, ფაქტია ამან ბავშვის ჯანმრთელობა გაანადგურა, გიგას დაავიწყდა დამოუკიდებლად სუნთქვა, მოდუნდა ყველა კუნთი, ვერ ისწავლა მოძრაობა და სიარული, ბავშვი სწორი რეაბილიტაციისა და ზრუნვის შემდეგ ჩვეულებრივად შეძლებს უკეთესად სიცოცხლეს.  პატივისცემით დედების ფონდი
> </div>
 
  
  
        
        
        <div class= 1 063 / 08 March 2020"
სხვა სიახლეები
კომენტარები