დიდი ქორწილების და ქელეხები აიკრძალება?!

მოსახლეობა უფრო მკაცრი შეზღუდვების დაწესებისთვის მზად უნდა იყოს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, გარკვეულ ეტაპზე მთავრობამ შესაძლოა დიდი თავყრილობები აკრძალოს.„ჩვენი რჩევები იყო, რომ გარდა იმისა, რომ სისტემები ქვეყანაში უნდა იყოს მზად, ამის გარდა მოსახლეობაც უნდა მოემზადოს, რომ შეზღუდვები რაღაც ეტაპზე გახდება მეტი. ეს იყო ჩვენი რეკომენდაცია მთავრობისთვის.მაგალითად, ეს არის 100-კაციანი ქორწილები, ქელეხები. ეს არის შეზღუდვა ჩვეულებრივი წესის. მაგრამ დადგება მომენტი, როცა ეს გასაკეთებელი შეიძლება გახდეს, ამიტომ ამისთვის ყველანი უნდა ვიყოთ მომზადებულები, რომ დიდი თავყრილობები შეიძლება მთავრობამ აკრძალოს“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
> </div>
 
  
  
        
        
        <div class= 2 328 / 12 March 2020"
სხვა სიახლეები
კომენტარები