"თითოეულ ამერიკელს 1000 დოლარი დაურიგდება..." - დონალდ ტრამპი

კორონავირუსისგან დაზარალებული ბიზნესისა და მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია 1 ტრილიონი $–ის სტიმულირების პაკეტის დამტკიცების ინიციატივით გამოდის,– იუწყება "როიტერი".როგორც აშშ–ის ფინანსთა მინისტრმა სტივენ მნუჩინმა განმარტა, ფინანსური პაკეტი ორი კვირის განმავლობაში ამერიკელებისთვის ათასი დოლარის ოდენობის ან მეტი თანხის პირდაპირ გადახდას ითვალისწინებს. მედიასაშუალების ცნობით, 250 მილიარდი დოლარის ოდენობის ჩეკებს გაცემა აპრილის ბოლომდე იგეგმება, საგანგებო სიტუაციის შენარჩუნების შემთხვევაში კი მომდევნო ოთხი კვირის განმავლობაში აღნიშნული თანხა 500 მილიარდამდე გაიზარდება.
„ამერიკელებს სჭირდებათ ნაღდი ფული ახლა და პრეზიდენტს სურს, მისცეს ნაღდი ფული ახლა. ვგულისხმობ მომავალი ორი კვირის განმავლობაში.
ეს არის დიდი რიცხვი. ეს არის ძალიან მასშტაბური სიტუაცია ეკონომიკაში და ჩვენი ინიციატივაა ეკონომიკაში ერთი ტრილიონი დოლარის ჩადება“, – განაცხადა აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სტივენ მნუჩინმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.
ამასთან, როგორც CNN საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, აშშ-ის სახაზინო მდივანმა "რესპუბლიკელი" სენატორები გააფრთხილა, რომ კორონავირუსის პანდემიის შედეგად აშშ-ში უმუშევრობის დონე შესაძლოა, 20%-მდე გაიზარდოს და მათ სტიმულირების პაკეტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 5 ათასზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 85 ადამიანი კი გარდაიცვალა.
> </div>
 
  
  
        
        
        <div class= 847 / 18 March 2020"
სხვა სიახლეები
კომენტარები