ბიზნესი ქალი არაა – როგორც გინდა, ისე მოექცე ხალხი ვერ იგებს რატომ გაიზარდა წიწიბურის და კარტოფილის ფასი მიზერული 29,7%-ით – იმსახურებს კი ეს საზოგადოება ნათელ მომავალს?

სუპერმარკეტების ქსელი “ფრესკოს” დამფუძნებელი, ვასილ სოფრომაძე, მარკეტის მიერ ბოლო დღეებში პროდუქტზე ფასების მატების გამო ხალხის მიერ გამოთქმულ კრიტიკას და უკმაყოფილებას სოციალურ ქსელში პასუხობს.“ძვირფასო მომხმარებლებო, გუშინ ჩემს მიერ გაკეთებული ემოციური განცხადება ინტერპრეტაციის საგნად იქცა და მსურს უფრო ცხადი და წერილობითი ახსნა-განმარტებით მოგმართოთ.უმნიშვნელო ფასების კორექტირება შეეხება მხოლოდ პროდუქციის მცირე ჩამონათვალს, რაც არ არის ჩემი, ბატონი ვასილ სოფრომაძის გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება ეკუთვნის მის უდიდებულესობა თავისუფალ ბაზარს, სამეწარმეო სულსა და კაცობრიობის განვითარების უმაღლეს ფაზას – კაპიტალიზმს.მაშინ, როდესაც მძვინვარებს ამოუცნობ ლაბორატორიებში შობილი ბინძური ვირუსი, სწორედ ასეთ დროს, ჩვენ როგორც საზოგადოებამ უნდა დავუსვათ ჩვენს თავს შეკითხვა – და რად გვინდა ჩვენ ეს სიცოცხლე და რად ვუფრთხილდებით ჩვენს მომავალს, თუკი გადარჩენის გზაზე ყველაფერი ფასეული და ღირებული ფეხქვეშ გავთელეთ?თუკი ჩვენი საზოგადოება ვერ იგებს ბაზრის ელემენტარულ პრინციპს, თუკი იგი მეწარმის სურვილს განვითარდეს, იქცეს ძლიერ ბიზნესად და ასახელოს სამშობლო, აღიქვამს ბოროტებად, ან უფრო მარტივად და გასაგებად რომ ვთქვათ – თუკი ხალხი ვერ იგებს რატომ გაიზარდა წიწიბურის და კარტოფილის ფასი მიზერული 29,7%-ით – იმსახურებს კი ეს საზოგადოება ნათელ მომავალს? მოდით, ყველა დავფიქრდეთ, მითუმეტეს ყველანი ეხლა ჩვენს მყუდრო და თბილ სახლებში თვითიზოლაციაში ვიმყოფებით და საფიქრალი დრო ყველას გვაქვს.მინდა, კითხვით მივმართო იმ ხალხს ვინც ჩვენ აუგად მოგვიხსენიებს და ჩემს ეგზეკუციას მოითხოვს, აი დავუშვათ გათენდა ის თქვენთვის ბედნიერი დღე, როდესაც მე, ვასილ სოფრომაძე აღარ ვარსებობ, გიფიქრიათ რა მოუვათ იმ ასობით თანამშრომელს რომელიც მუხლჩაუხრელად შრომობს მაშინ როდესაც თქვენ რაღაც უსკაგლაზების მოგონილი ვირუსის შიშით სახლებში გამოიკეტეთ?
გეკითხებით, თქვენ, უსაქმურებო, ვისაც მიზეზად მოგყავთ ეს ვირუსი იმისთვის, რომ უბრალოდ სამსახურში არ იაროთ, გიფიქრიათ რა მოუვათ იმ უნიჭიერეს გოგო-ბიჭებს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოვიდა წარმატების და ახალი ცხოვრების ძიებაში და საკუთარი ოცნებების ასრულებას ფრესკოს დახლებთან იწყებს? მე მათ ვაჩუქე შანსი, ოკრიბიდან და ისნის ავტოვაგზლებიდან ავკრიფე და თითოეული მათგანი საკუთარი შვილივით მივიღე და თქვენ რა გააკეთეთ მათთვის? იცით რომ ყველა სუპერმარკეტი ვითომდა ვადაგასულ პროდუქციას, რომელიც უაზრო რეგულაციების გამო ითვლება ვადაგასულად და სინამდვილეში მრავალი კვირის განმავლობაში კიდევ ვარგისია, პროდუქციას ქუჩაში ყრის? და იცით ამ დროს მე, ვასილ სოფრომაძე რას ვაკეთებ? მე მას ჩემს თანამშრომლებს არნახული სკიდკებით ვჩუქნი. და აი, გეკითხები ახლა შენ, საწოლში მოკოტრიალე დარმაიედო, შენი შვილისთვის მაინც თუ გაგიკეთებია ამის ნახევარი? მე გიპასუხებ, არა, არა, არა!ჩემივე გამონათქვამით დავასრულებ ციტატას – ბიზნესი ქალი არაა – როგორც გინდა, ისე მოექცე!
> </div>
 
  
  
        
        
        <div class= 1 278 / 18 March 2020"
სხვა სიახლეები
კომენტარები