ი ტ ა ლ ი ა, ქალაქ ბერგამოდან სამხედროებს გვამები გადააქვთ

იტალია, ქალაქი ბერგამოდან სამხედროებს გვამები გადააქვთ სხვადასხვა რეგიონში საკრემაციოდ, რადგან ბერგამოში ადგილი აღარ არის. იტალიის ქალაქ ბერგამოდან, რომელიც ლომბარდიის რეგიონში კორონავირუსისგან ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული დასახლებული პუნქტია, სამხედროებს გვამები გაჰყავთ სხვადასხვა რეგიონებში კრემაციისთვის.გავრცელებული ინფორმაციით, ბერგამოში საკრემაციოდ ადგილები აღარ დარჩა. ამის შესახებ SKY NEWS-ი წერს. სოციალურ ქსელებში გავრცელდა სამხედრო მანქანების კოლონის ამსახველი ფოტოები- სატვირთო-სამხედრო ტრანსპორტს ვირუსით გარდაცვლილთა სხეულები გააქვთ ქალაქიდან.
უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ლომბარდიის რეგიონის ქალაქ ბერგამოში გარდაცვლილთა უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობა დაფიქსირდა- 93 ადამიანი ფატალური შემთხვევა.
ბერგამოს კრემატორიუმი სრული დატვირთვით მუშაობს, რომელსაც 24 საათის განმავლობაში მხოლოდ 25 გვამის კრემაცია შეუძლია-განაცხადეს მთავრობის ადგილობრივმა ორგანოებმა. გავრცელებული ინფორმაციით, კუბოებს გადაიტანენ მოდენას, ტერმის, დომოდოსოლას, პარმას, პიაჩენცას და სხვა ქალაქების კრემატორიუმებში.
მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნა დიდია გარდაცვლილთა ნათესავების მხრიდან, რომ ისინი დაკრძალონ, ამ დრომდე არსებული სიტუაციის გამო მათ ამის უფლებას არ აძლევენ, რადგან დაღუპულთა რიცხვი ძალზე დიდია-კუბოებითაა სავსე ბერგამოს ორი საავადმყოფოს მორგი. ნათესავების მხოლოდ შეზღუდულ რაოდენობას ეძლევა უფლება, შევიდნენ მორგებში და რეკომენდირებული დისტანციიდან მიაგონ პატივი გარდაცვლილთა სხეულებს, რათა კოვიდ 19-ის გავრცელების ალბათობა გამოირიცხოს.
შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობის ანტირეკორდი დაფიქსირდა- 1 დღე-ღამეში 475 ადამიანი დაიღუპა და 4207 დაინფიცირდა.
> </div>
 
  
  
        
        
        <div class= 1 568 / 19 March 2020"
სხვა სიახლეები
კომენტარები