სასწრაფოდ! ამ წუთბში ცნობილი ხდება სასიხარულო ინფორმაცია გილოცავთ საქართველოში გამოჯანმრთელდა 8 ადამიანი

კორონავირუსით ინფიცირებული ხუთი პაციენტის ტესტებმა უარყოფითი პასუხი აჩვენა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ განუცხადა.ენდელაძის თქმით, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებას სავარაუდოდ ისინი ხვალ დატოვებენ.
„დღეს საღამოს მივიღეთ პასუხები, ვირუსი აღარ განისაზღვრა, უარყოფითია. ტესტები უკვე ჩატარებულია. განმეორებითი ტესტები აღარ არის საჭირო, საჭიროა ლაბორატორიული კვლევა. სხვა ანალიზებს გადავამოწმებთ, რადიოლოგიურ კვლევას ჩავატარებთ განმეორებით, ვინაიდან მათ შორის ძალიან მძიმე იყო, ფილტვების ანთება ჰქონდა და კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარებაა საჭირო, რომ გადავამოწმოთ საბოლოოდ და გავწეროთ. ეს ხუთივე პაციენტი სავარაუდოდ ხვალ გაეწერება კლინიკიდან. ნაწილი ბინაზე გაეწერება დილით და ნაწილი საღამოსთვის“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.
​საქართლოში სულ კორონავირუსით ინფიცირების 54 შემთხვევა არის დაფიქსირებული. გამოჯანმრთელებულთა ოფიციალური რაოდენობა ამ დრომდე სამი იყო.
> </div>
 
  
  
        
        
        <div class= 1 180 / 22 March 2020"
სხვა სიახლეები
კომენტარები