სასწრაფოდ! მიხეილ სააკაშვილის მოულოდნელი გადაწყვეტილება და საჩუქარი ქართველ ხალხს

გულისყურით ვადევნებ თვალყურს სიტუაციას..მარნეულის და ბოლნისის აცილება შეიძლებოდა თავიდან, დროზე რომ ჩამოგვეტანა ტესტები და ეს ქალბატონიც და სხვებიც დროზე რომ გასინჯულიყვნენ.
ახლა ტესტები არის მთავარი!
უკრაინაშიც კი, სადაც არის ბევრად უფრო სუსტი ჯანდაცვის სისტემა, ვიდრე მე დავტოვე საქართველოში, ახლა მასობრივად რიგდება ეს ტესტები.
და საქართველოში რა გახდა საჭირო?..
გადამწყვეტ მომენტებში ყოველთვის ყველაზე გაუჩენელს ვაჩენდით ხოლმე... ის ხალხი ხომ მაინც არსებობს, რომლებიც ჩემს დროს მუშაობდა და იმათ მაინც გაიხსენონ, თუ როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი.
ეს ერთი!

მეორე - რაც შეეხება ემიგრანტებს.
სანამ მათი ფულით ივსებოდა საქართველოს ბიუჯეტი, ემიგრანტები ყველას უნდოდა.. და ახლა, როცა მათ გაუჭირდათ და საკუთარ ქვეყანას მოაშურეს, მათ არ უშვებს საკუთარი მთავრობა.
მე მინდა ვთქვა შემდეგი: არ არის ემიგრანტების პრობლემა, რომ თქვენ ვერ შექმენით საკარანტინო ბაზები.. 48 საათია საჭირო, რომ ყველა განათავსო კარანტინში, მითუმეტეს თუ ტესტირებას შემოიღებთ და ტყუილად არ გეყოლებათ ხალხი კარანტინში.

მაგრამ რადგან ასე ცუდად წავიდა ყველაფერი,
მე მაქვს პატარა სახლი ყვარელში, 10 ადამიანს იქ მოვათავსებ, უკვე მყავს 2 მოხალისე ექიმი, რომლებიც მათ მოუვლის.. მართალია „ემერჯენსი", რომელიც იქვე გვერდზე იყო ჩემს მიერ გახსნილ საავადმყოფოში, მთავრობამ დახურა, მაგრამ თელავში გადაიყვანენ, თუ რამე გართულდა..

და ვთავაზობ ყველას, ვისაც აქვს სახლი სოფელში, ან აქვს ისეთი შესაძლებლობა, რომ საკუთარი სახლის ტერიტორიაზე იზოლირებულად განათავსონ და მიიღონ ემიგრანტები, და ასევე ჰყავთ მოხალისე ექიმები, შევქმნათ ეს ფონდი და გადავცეთ ეს ჩვენი სახლები დროებით მთავრობას, რათა არ იყოს საბაბი იმისთვის, რომ არ შემოუშვან უკან საქართველოს მოქალაქეები.

ყველამ უნდა გავაკეთოთ ის, რაც შეგვიძლია. ყველაფერში უნდა დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში, არ ჩაუდგეთ ერთმანეთს კრიჭაში და თუ ასე იქნება, ყველაფერი გამოგვივა.

და კიდევ, ეკონომიკას რას შეეხება:
ახლა წამოყენებულია სხვადასხვა გეგმები, მათ შორის ლარი უკვე 3.30-ზეა ასული და რა თქმა უნდა, ძალიან ურტყამს ეს თითოეული ადამიანის ჯიბეს..
ჩვენ არ უნდა მივიღოთ ისეთი გეგმები, რომლებიც მაგალითად ბანკების მფლობელების ქონებას გადაარჩენს. საკმარისად ძარცვეს ეს ქვეყანა ბოლო წლებში.
მე ვთავაზობ „თიბისი ბანკს", „საქართველოს ბანკს", რა თქმა უნდა „ქართუს" - შექმნან სოლიდარობის ფონდი, თავისი ბოლო წლების მოგებების ნახევარი მაინც გადარიცხონ ამ სოლიდარობის ფონდში, რათა დავეხმაროთ ყველაზე გაჭირვებულებს, რომლებსაც ახლა ყველაზე მეტად სჭირდებათ თანადგომა სხვების მხრიდან. თუ ჩვენ გამოვიჩენთ ამ ურთიერთსოლიდარობას, ბევრად უფრო უკეთესი და ჯანსაღი კლიმატი გვექნება ქვეყანაში და ბევრად უფრო ადვილად გავაგრძელებთ შემდგომ ცხოვრებას.

ყველაფერი გამოგვივა!
ოღონდ, უნდა დავუჯეროთ ექიმებს და დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში..

> </div>
 
  
  
        
        
        <div class= 2 640 / 24 March 2020"
სხვა სიახლეები
კომენტარები