რუსეთის მოულოდნელი გადაწყვეტილება საქართველოსთან დაკავშირებით უმძმესი დარტყმა ქვეყანას

Loading...
რუსეთი ჩინური ბაზრის დანაკარგების კომპენსირების მიზნით საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენას აღარ აპირებს, – იუწყება რუსული გამოცემა „კომერსანტი“.მისივე მონაცემებით, კორონავირუსის გამო ჩინეთში ფრენების აკრძალვის საკითხი 30 იანვარს რუსეთის ტრანსპორტის მინისტრის თავმჯდომარეობით გამართულ სხდომაზე განიხილებოდა და „საქართველოს მიმართულების გახსნის იდეამ ნეგატიური რეაქცია გამოიწვია“.
როგორც ადგილობრივი ექსპერტები აღნიშნავენ, ჩინეთისკენ ევროპული ავიაკომპანიების ფრენების შეჩერების ფონზე რუსულ „აეროფლოტს“ შანსი გაუჩნდა, არა მარტო ჩინეთსა და რუსეთს შორის პირდაპირი ნაკადი, არამედ ევროპისკენ სატრანზიტოც ჩაიგდოს ხელში.
ცნობისთვის: რუსეთმა საქართველოსთან ფრენები 8 ივლისს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებით შეწყვიტა მას შემდეგ, რაც თბილისში რუს დეპუტატ გავრილოვის ინციდენტთან დაკავშირებული მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. ავიარეისების აღდგენის თემა მარტში პრაღის შეხვედრაზე გრიგორი კარასინსა და ზურაბ აბაშიძეს უნდა განეხილათ.
> </div>
 
  
  
        
        
        <div class= 2 045 / 04 February 2020"
სხვა სიახლეები
Loading...
კომენტარები