საშიში ინფორმაცია თურქეთმა რუსული ბაზები დაბომბა

Loading...
სირიის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ალეპოში თურქეთის არმიამ რუსული ბაზა დაბომბა. „თურქეთის სამხედროებმა რუსული პოზიციები დაბომბეს სოფელ კაშტაარში, ალეპოს ჩრდილოეთით," - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც სირიის საინფორმაციო სააგენტო North Press Agency-იმ ტვიტერზე დაპოსტა. ამავე სააგენტოს ცნობით, აფეთქების დროს რუსული ჯარები ადგილზე იმყოფებოდნენ.
გამოცემა ალ-არაბია იუწყება, რომ დაბომბვის სამიზნე ქურთული „სირიის დემოკრატიული ძალები" იყო.
ამ ინფორმაციას ჯერ-ჯერობით არც რუსული მხარე ადასტურებს და არც თურქული.
3 თებერვალს თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია სირიის იდლიბის პროვინციაში რამდენიმე თურქი სამხედროსა და მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვის შესახებ. ინციდენტი 2 თებერვალს მოხდა. თურქული მხარის ინფორმაციით, მათ პოზიციები სირიის პრეიზდენტ ბაშარ ალ ასადის მხარდამჭერმა ძალებმა დაბომბეს, რის შედეგადაც დაიღუპა 5 თურქი სამხედრო და 3 თურქი სამოქალაქო პირი.
ამ ინციდენტს ერდოღანის მწვავე რეაქცია მაშინვე მოჰყვა. მან 3 თებერვალს განაცხადა, რომ თურქეთის არმიამ საპასუხოდ 40 სამიზნე წერტილზე მიიტანა იერიში და 30-35 სირიელი სამხედრო განეიტრალდა.
ოფიციალური მონაცემებით, თურქეთის არმიამ 54 სამიზნე ობიექტი დაბომბა, რასაც 76 სირიელი ჯარისკაცი შეეწირა.
ერგოღანმა პრაქტიკულად ულტიმატუმი წაუყენა ასადის მთავარ მოკავშირე რუსეთს.
„ჩვენი საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების ხელმძღვანელები რუს კოლეგებთან კონტაქტში არიან. ჩვენს რუს კოლეგებამდე მივიტანეთ სიგნალი - „გზაზე ნუ გადაგვეღობებით", - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
> </div>
 
  
  
        
        
        <div class= 38 972 / 05 February 2020"
სხვა სიახლეები
Loading...
კომენტარები