კახა კალაძის გადაწყვეტილება ის მზადაა დაეხმაროს თეკლა ფერაძეს

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ახალგორიდან დევნილი თეკლა ფერაძის დასახმარებლად მზადყოფნა გამოთქვა. როგორც კალაძემ ვიდეოდიალოგის დროს განაცხადა, საჭიროების შემთხვევაში ის მზად არის თეკლა ფერაძეს დახმარება თავადაც გაუწიოს.

„ბევრი შეტყობინება მოდის ახალგორიდან დევნილი თეკლა ფერაძის დახმარებასთან დაკავშირებით. თუ მოგვაწვდით საკონტაქტო ინფორმაციას, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავეხმაროთ, გვერდში დავუდგეთ და ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ საქმეში. თუ საჭირო იქნება, მეც ჩავერთვები და გავუწევ დახმარებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ახალგორიდან დევნილ 5 წლის თეკლა ფერაძეს თავის ტვინის სიმსივნე აღმოაჩნდა. ბავშვი სასწრაფოდ არის გადასაყვანი თურქეთის კლინიკაში, რაც ძალიან დიდ თანხებს უკავშირდება. როგორც პოსტის ავტორი წერს, მაქსიმალური მობილიზაციაა საჭირო, რათა საკმარისი თანხა შეგროვდეს.
საბანკო რეკვიზიტები:
საქართველოს ბანკი: #GE63BG0000000162478944
თი-ბი-სი ბანკი : #GE41TB7118536515100019
ლიბერთი ბანკი: #GE40LB0711122279844000
მიმღები: მამუკა ფერაძე პ/ნ #06001001360
> </div>
 
  
  
        
        
        <div class= 637 / 12 February 2020"
სხვა სიახლეები
კომენტარები