რა მდგომარეობაშია ცოტნე გამსახურდია ექსკლუზიური ფოტო სტამბულიდან (იხ. ფოტო)

„ცოტნე გამსახურდია ცოლის ხმაზე რეაგირებს"- ინფორმაციას ანა ჯაბაურის თანაშემწე, ჯაბა კვარაცხელია ავრცელებს.
მისი თქმით, ჯაბაური რამდენიმე საათია მის პალატაში იმყოფება და "ცოტნე რეაქციებს გამოხატავს“.

არსებული ინფორმაციით გამსახურდიას რამდენიმე დღის წინ შეუწყვიტეს იმ წამლების მიწოდება, რომელიც მის ხელოვნურ კომაში ყოფნას უზრუნველყოფდა.

"როგორც ანამ თქვა, ვთხოვე, ხელზე ხელი მომიჭირე და მომიჭირაო. მუსიკაც მოვასმენინეო“, - ამბობს ჯაბა კვარაცხელია.

კონსტანტინე გამსახურდია კი წერს, რომ ექიმი პაციენტის მდგომარეობას ნორმალურს უწოდებს და გარემოს ადეკვატურად აღიქვამს.
> </div>
 
  
  
        
        
        <div class= 625 / 14 February 2020"
სხვა სიახლეები
კომენტარები