სასწრაფოდ! naec.ge-ს პირველი კომენტარი ეროვნული გამოცდების გადადებასთან დაკავშირებით

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ამ ეტაპზე ონლაინრეგისტრაცია მიმდინარეობს. Imedinews-ს გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, რომ ვინაიდან გამოცდები დაგეგმილია ივლისში, მათ გადადებაზე, ან რაიმე სახის ცვლილებაზე საუბარი ნაადრევია. „ცენტრი იმოქმედებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად.
გარდა ამისა, საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ შემუშავებულია გეგმა, რომელიც გულისხმობს როგორც ონლაინ, ასევე სატელევიზიო გაკვეთილებით სწავლებას, რაც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, დაასრულონ მიმდინარე სასწავლო წელი და შეუფერხებლად განაგრძონ სწავლა მომდევნო სასწავლო წლიდან ისე, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნები სრულად იყოს მიღწეული.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ღია კარის დღეების ონლაინრეჟიმში გამართვას განაგრძობს და აბიტურიენტებს ყველა კითხვაზე პასუხის მიღება ცენტრის ოფიციალურ Facebook-გვერდზე ყოველ ოთხშაბათს, 13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეუძლიათ“, – განაცხადა გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

ასევე აღნიშნავენ, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე აბიტურიენტებისათვის წინასაგამოცდო პერიოდში მოსამზადებელი ყველა საჭირო მასალაა განთავსებული (საგამოცდო კრებულები, პროგრამები, ტესტების ნიმუშები და სხვ.).

ცენტრი ოფიციალურ Facebook-გვერდზე პერიოდულად აქვეყნებს სარეკომენდაციო ვიდეორგოლებსაც საგნობრივი ჯგუფების ხელმძღვანელებისგან.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი მუშაობს ყოველდღე (შაბათ-კვირის გარდა) უწყვეტ რეჟიმში (09:00 სთ – 18:00 სთ) აბიტურიენტებისათვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე ამომწურავი ინფორმაციის მისაწოდებლად.
> </div>
 
  
  
        
        
        <div class= 975 / 23 March 2020"
სხვა სიახლეები
კომენტარები